პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა”,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად, რომ მოსკოვთან, ზუსტად, რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა. ეს არის მწარე რეალობა, რომელშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ ამაზე ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში, როგორ უნდა მოხდეს ეს, მომზადება უნდა დავიწყოთ დიდი ხანია, ჩვენ უკვე ვაგვიანებთ ძალიან“, – განაცხადა ადა მარშანიამ.