„ჩვენ ჩავალთ მოსკოვში, ჩვენ ჩავალთ ვაშინგტონში, ჩვენ ჩავალთ ყველგან“ – ამ სიტყვებით პატრიოტთა ალიანსის ერთერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ პარლამენტის წინ შეკრებილ მოშიმშილეებს და აქტივისტებს მიმართა.
ადა მარშანიამ თავის გამოსვლაში, ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა.
„ჩვენ ყველგან ჩავალთ ოღონდ ვუშველოთ ჩვენს სოხუმს. ოღონდაც ჩვენი ბედკრული საქართველო გამთლიანდეს, არაფერს დავიშურებთ“, – მიმართა მარშანიამ შეკრებილებს.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერთა თქმით, მთავარი საპროტესტო მოთხოვნები, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაა.