ვამაყობ „ქართული ლეგიონით, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი „ტვიტერში“ წერს და „ქართული ლეგიონის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს.
„ჩემს მეგობრებს საქართველოში. ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარე.
თუ თქვენი „ქართული ლეგიონი“ არ შთაგაგონებთ რუსული გავლენის და მისი აქტორების მთავრობიდან და საზოგადოებიდან განდევნას, არ ვარ დარწმუნებული, რა იზამს ამას. ვამაყობ „ქართული ლეგიონით“, – წერს კონგრესმენი „ტვიტერზე“.
To my friends in the country of Georgia. I am proud to be Chair of the Georgia Caucus. If your Georgian legion doesn’t inspire you to push Russian influence and it’s actors out of your Government and society, I’m not sure what will. Proud of the @georgian_legion https://t.co/emiVVxDjzc
— Adam Kinzinger????✌️ (@AdamKinzinger) September 8, 2022