ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი “ტვიტერის” გვერდზე წერს.
კონგრესმენის თქმით, აშშ ცდილობს, რომ უკრაინაში ბრძოლა უკრაინისთვის დანაკარგების გარეშე დასრულდეს.
“რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, ჩვენ გვინდა ნათელი მოვფინოთ: აშშ ცდილობს, უკრაინაში ბრძოლა დაასრულოს ისე, რომ უკრაინამ არც ერთი სანტიმეტრი დაკარგოს. ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი. ეს სრულიად მცდარია”, – წერს კონგრესმენი.