LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამ ლევინი ამერიკულ ,,ვოისში’’ ბრუნდება

131
adam-levine-the-voice-nov-10-2014-billboard-650

ახლახან, ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ,,ვოისის” მომავალ სეზონს, სნუპ დოგისა და მაიკლ ბუბლეის სახით, ორი ახალი მწვრთნელი ეყოლება. ისინი ,,ქოუჩების” ამპლუას პროექტის ისტორიაში, პირველად მოირგებენ.

ამერიკული ,,ვოისის” მომავალ სეზონს ორი ახალი მწვრთნელი ეყოლება

ახალი, 26-ე სეზონით, The Voice შემოდგომაზე დაბრუნდება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ვოკალისტების რეალითი შოუს მაყურებელს კიდევ ერთი სიახლე, მომავალი წლის გაზაფხულზეც ელით. ადამ ლევინის ინფორმაციით, 11 სეზონის გამოტოვების შემდეგ, ის მენტორის სკამს უბრუნდება.

Maroon 5-ის ვოკალისტი, რომელიც 2011 წლიდან, პროექტის ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი იყო და ამ ამპლუით სამჯერ გახდა გამარჯვებული, შოუს 2019 წელს, მე-16 სეზონში დაემშვიდობა.

აღსანიშნავია, რომ 27-ე სეზონში პირველად ჩამოაყალიბს საკუთარ ,,თიმს” კელსი ბალერინი. ამავე სეზონში, ჯონ ლეჯენდი და მაიკლ ბუბლეიც დაბრუნდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები