The Voice, რომელიც 2011 წლიდან, NBC-ის ეთერში გადის, ადამ ლევინს ემშვიდობება.
ამერიკული ვოკალისტების რეალითი შოუს აქამდე არსებულ 16 სეზონში, უცვლელი მენტორის პროექტიდან წასვლას, Maroon 5-ის ლიდერი ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცვლილებების დროა.
ცნობილი გახდა, რომ The Voice-ის მომავალ, მე-17 სეზონში, რომელიც სტარტს შემოდგომაზე აიღებს, ადამ ლევინის სკამს გვენ სტეფანი დაიკავებს.