LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად ხდება წონის კორექცია კვების დახმარებით – სილამაზის აკადემია

1468
გიორგი-ჭურღულაშვილი

რამდენად ხდება წონის კორექცია კვების დახმარებით – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ფიტნეს ინსტრუქტორმა გიორგი ჭურღულაშვილმა ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზაობა წონის კლების დროს?

ძირითადი პრობლემა საწყისს კომუნიკაციაშია, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არ აქვს მოტივაცია. ადამიანს უნდა ჰქონდეს მიზანი. პირობითად, არ არის სწორი, რომ ერთ წელში უნდა ვიყოთ გარკვეულ ფორმაში. მნიშვნელოვანია ყოველთვიურად გარკვეული შედეგები დავინახოთ, შეიძლება ჰორმონი გაჯიუტდეს და ერთი თვის განმავლობაში შედეგს ვერ ვხედავდეთ და ესეც უნდა ვიცოდეთ, შესაბამისად, ფსიქოლოგიური მზაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი მიდგომები არის ჰუმანური. მთელი აქცენტი მაქვს ბედნიერების ჰორმონებზე ორიენტირებული, აუცილებელია სწორ ფიტნეს ინსტრუქტორთან მოხვედრა, რომ არ დაისტრესოს ადამიანი.

კვების ფაქტორზე მინდა გკითხოთ, სწორი კვების რეჟიმი, როგორც ვიცი, არის მნიშვნელოვანი

სწორი კვება გულისხმობს დაბალანსებულ კვებას, რა დროსაც ორგანიზმი იღებს საჭირო რაოდენობით ცილას, ცხიმს და ნახშირწყლებს. კვება დგება ორგანიზმის ტიპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად. ხშირად არის კვების გადაზიარება, რაც არასწორის, მეუბნებიან, რომ ჩემ მეგობარს გამოვართვი კვება და არ ჰქონდა ისეთი ეფექტი, ბუნებრივია, რადგან ის კვება მისთვის არ იყო დაწერილი.

ცელულიტის თემაზე მინდა გკითხოთ…

მნიშვნელოვანია წყლის ბალანსი ორგანიზმში, როდესაც არასწორ კვებაზე ვართ, სხეულში წყლის შემცველობა არის დაბალი. როგორც ჩვენ წყლის და მარილის მიწოდებას დავიწყებთ სწორად, ცელულიტი ავტომატურად დაიწყებს ალაგებას. ტკბილი და შაქრის შემცველი პროდუქცია ბუნებრივია არ არის სასარგებლო და აისახება კანზე და მის სტრუქტურაზე. როდესაც გემოს რეცეპტორები გადაეჩვევა შაქარს, ორგანიზმიც აღარ ითხოვს მას. მნიშვნელოვანია ძილის გრაფიკიც, სასურველია დავიძინოთ ღამის 11 საათზე, სწორედ ამ დროს ისვენებს ორგანიზმი.