LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები საჭიროებენ ღვთის სიტყვის მიწოდებას ჟესტურ ენაზე.. ამის შემდეგ გადავწყვიტე მესწავლა“ – მამა გიორგი კალანდია ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისათვის წირვას ჟესტურ ენაზე აღავლენს

114
Capture

მამა გიორგი კალანდია, რომელმაც ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისათვის ჟესტური ენა ისწავლა და წირვას მათ ენაზე აღავლენს. ამ საკითხზე მამა გიორგიმ რუსთავი2-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის აღმოჩენა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ ღვთის სიტყვის მიწოდებას ჟესტურ ენაზე – ამის შემდეგ გადავწყვიტე მესწავლა.

როდესაც პირველი წირვა ჟესტურ ენაზე აღვადგინეთ, მახსოვს ის დღე განსაკუთრებულად ემოციური და სიხარულით სავსე იყო. ამ სიხარულით მოვდივართ დღემდე.

შეიძლება თანადგომა მეგობრობა გინდოდეს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ეს ეკლესია ილია მეორის კურთხევით შეიქმნა, სადაც მსახურება ჟესტურ ენაზე მიმდინარეობს“, – ამბობს მამა გიორგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g