LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასი მაისში მინიმუმ 9,600 ლარი იყო, 2021 წელთან შედარებით, 91.7%-ით არის გაზრდილი

140
high salary

2023 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.0%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.5%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას PMCG აქვეყნებს.

მათი ცნობით, 2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 716 ლარი გახდა – რომელ დარგებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება 

„2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.3%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.3%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91.7%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 1.8%-ს შეადგენდა“, – აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.

მსხვილ ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 1 899 ლარია, მცირე ბიზნესში კი – 1 369

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები