LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ადამიანებში არ დანახვის სურვილი უფრო ძლიერია, ვიდრე სწორად დანახვის” – ლარს ფონ ტრიერის ცნობილი გამონათქვამები

7097
FORTUNA. GE

სკანდინავიური კინოს ყველაზე წარმატებული რეჟისორის, ლარს ფონ ტრიერის 40-წლიანი კარიერა არაერთხელ აღინიშნა პრესტიჟული პიზებითა და პრემიებით, მისი ,,მელანქოლია” კი, კანის კინოფესტივალის და ევროპული კინოაკადემიის პრემიის მფლობელი გახდა.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

მელანქოლია ძალიან მაცდუნებელი რამაა, რადგან ტკბილი ტკივილის გრძნობაა, ტკივილი კი, ყოველთვის ნამდვილი და გულწრფელია.

უძველეს დროში მელანქოლია მუქი ფერის სითხედ წარმოედგინათ, რომელიც ადამიანის სხეულიდან ჟონავდა, თავად მელანქოლიკები კი, უცნაურ, იშვიათ ადამიანებად აღიქმებოდნენ, რომლებიც იმას ხედავდნენ, რასაც სხვა ვერ ხედავდა, ყველაფერი იცოდნენ და მომავლის წინასწარ განჭვრეტა შეეძლოთ.

კატასტროფულ სიტუაციაში მელანქოლიკი მასზე მშვიდად და რაციონალურად მოქმედებს, ვინც ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ. რადგან მუდმივი შფოთი და განგაში მისთვის ჩვეულია, კატასტროფა მისი ყოველდღიური ცხოვრებაა, რადგან სამყაროს დასასრული – პირველ რიგში, ცნობიერების მდგომარეობაა.

ქვეცნობიერად ადამიანი ყოველთვის მელანქოლიისკენ ისწრაფვის. უიღბლო სიყვარული ბედნიერ სიყვარულზე რომანტიკულია, რადგან ნაღველისა და ტკივილის მსგავსად მელანქოლიასაც უფრო მძაფრად ვგრძნობთ, ვიდრე ბედნიერებას.

ადამიანებს სრულ ქაოსში უწევთ ცხოვრება, გადასარჩენად კი, იდეალებს იგონებენ, რადგან სხვაგვარად ცხოვრება შეუძლებელი იქნება. მართალია, ძალიან რთულია საკუთარ იდეალებს გაყოლა მაგრამ არც სხვა ალტერნატივა არსებობს.

არასწორად ნათქვამ სიტყვას განსხვავებული შინაარსის შეძენა შეუძლია, მით უფრო, როცა მას ათასობით ადამიანი იმეორებს.

ცხოვრება აბსოლუტურად უაზრო დროის ხარჯვაა. ადამიანი იბადება, მთელი ცხოვრება რაღაცას ცდილობს და ისე კვდება, რომ საკვების გადაყლაპვის მეტს ვერაფერს ასწრებს.

ბანალურ, მოცვეთილ ჭეშმარიტებას მხოლოდ ის ქადაგებს, ვისაც საკუთარი აზრის ხმამაღლა განცხადება ეშინია.

ბავშვები ხშირად იგონებენ საკუთარ სამყაროს, სადაც თვითონ არიან მმართველები. დასაძრახი არაფერია, რადგან თითქმის ყველა შედევრს ბავშვური ოცნება, განცდა უდევს საფუძვლად. სინამდვილეში, ინფანტილიზმი კარგი მდგომარეობაა და საკუთარი ფასი აქვს.

ზოგი მოვლენებს მისთვის მოსახერხებელ სახელებს არქმევს და ბრიყვულად სჯერა, რომ ასე შეძლებს რეალობის შეცვლას.

 

 

 

 

mazda magti 5g