LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანი იძულებულია ადგეს ღამის განმავლობაში და იაროს“ – რა არის მოუსვენარი ფეხების სინდრომი?

412
ირაკლი კობახიძე, ელინა ვალტონენი

რა არის მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ამ თემაზე ნევროლოგი დავით ელიაური საუბრობს.

მისი განმარტებით, მოუსვენარი ფეხების სინდრომი გახლავთ ძილთან დაკავშირებული მოძრაობითი დარღვევაა.

„მოუსვენარი ფეხების სინდრომის დროს პაციენტს აღენიშნება ქვემო კიდურებში დისკომფორტის უსიამოვნო შეგრძნება, ხშირ შემთხვევაში არ აძლევს ძილის საშუალებას და ხდება ძილის დარღვევის ხშირი მიზეზი.

პაციენტი იძულებულია ადგეს ღამის განმავლობაში და იაროს, ვინაიდან მოუსვენარი ფეხების სინდრომი ძირითადად მოსვენებით მდგომარეობაში იჩენს თავს.

მოუსვენარი ფეხების სინდრომი საჭიროებს დიფერენციალურ დიაგნოსტირებას სხვადასხვა მდგომარეობებთან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დეტალური ნევროლოგიური გასინჯვითაა შესაძლებელი“,- ამბობს ნევროლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g