LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი, რომელიც არის ერის მოღალატე, ტერიტორიების გამცემი, შვილების მკვლელი უნდა გასამართლდეს – გია გურგულია სააკაშვილზე

396
BeFunky-collage (3)

პატიმრობის მე-16 დღეს, რუსთავის ციხესთან დღეს აქცია გაიმართა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ციხეში სამუდამოდ დატოვების მოთხოვნით. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დღევანდელი აქცია პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების მიერ იყო ორგანიზებული.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა მსახიობი, გია გურგულია, რომელმაც აღნიშნა, ძალიან მალე გამოჩნდება, რამდენ ადამიანს სძულს სააკაშვილის რეჟიმი.

„ადამიანის ციხეში ყოფნა ვინმეს უხაროდეს, არ ვიცი, მაგრამ ადამიანი, რომელიც არის ერის მოღალატე, ტერიტორიების გამცემი, ჩვენი შვილების მკვლელი, მარტო ეს ადამიანი კი არ უნდა გასამართლდეს, ვინც მასთან ერთად იყო, მთელი პროცესი უნდა გასამართლდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დამყარდეს კანონი და ჩვენი შვილები გაიზარდონ არა შიშით, რომ ვიღაც ნაძირალა მოვა და მათ რასაც უნდა იმათ უზამს, არა არასოდეს ეს რეჟიმი აღარ დაბუნდება.

ჩვენ ყველა ერთ მუშტად ვდგავართ, შეიძლება ახლა იმდენი არ ვართ, მაგრამ ძალიან მალე დავანახებთ რამდენ ადამიანს სძულს ეს რეჟიმი და ეს ხალხი. ღმერთი არის ჩვენთან და შეგვეწევა ყველა ბრძოლაში“, – განაცხადა გია გურგულიამ.

ჰაერზე არ გავდივარ, რადგან არ მინდა გისოსებიდან ცის ყურება, დაკავებისას პოლიციელები მოწიწებით მეპყრობოდნენ, თაფლი თვითონ შემომთავაზეს – სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g