LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანი უდრის მეხსიერებას, გამრავლებულს დარდზე“ – გიორგი კეკელიძე „მათემატიკის სიმღერას“ აქვეყნებს და ადამიანის არსზე საუბრობს.

364
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში „მათემატიკის სიმღერას“ აქვეყნებს, სადაც ადამიანის არსზე საუბრობს.

„ადამიანი უდრის მეხსიერებას, გამრავლებულს დარდზე.

და ადამიანი უდრის მეხსიერებას, გაყოფილს სიხარულზე.

ადამიანი უდრის სინდისს, ოღონდ არავინ იცის რატომ უდრის, რადგან სინდისი სიტყვაა ანგელოზთა სახელმძღვანელოდან, ადამიანთა წიგნში შემთხვევით მოხვედრილი.

ადამიანის არის ამოცანა, დედამიწის დაფაზე მეზობელი ოთახიდან ნათხოვარი ცარცით დაწერილი.

არავინ იცის რა იწერებოდა ამ ცარცით მეზობელი ოთახის დაფაზე

და კაცმა რომ თქვას, არც არავის აინტერესებს.

და ადამიანი უდრის მომდევნო ადამიანს, რომელიც დაფასთან გამოდის და წინა ადამიანის ამოცანას შლის.

ადამიანი უდრის ქარს.

ადამიანი უდრის წვიმას.

ადამიანი უდრის მზეს.

ადამიანი უდრის მთვარეს.

ძაღლს ვერ უდრის ადამიანი.

ვერც თოლიებს უდრის, რომლებიც ორ ლურჯ ფურცელს შორს ზოლად გაფენილან სარჩევივით,

ორ ლურჯ ფურცელს – ცასა და ზღვას შორის.

და ვერც ციცინათელას უდრის,

რადგან ციცინათელას არ აქვს მიზეზი ანათებდეს და ანათებს,

ლამაზი იყოს და ლამაზია,

კვდებოდეს და კვდება.

ციცინათელა უმიზეზოა, ადამიანი – არა.

#ახალისიმღერები
მათემატიკის სიმღერა“, – წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

ადამიანი უდრის მეხსიერებას, გამრავლებულს დარდზე.

და ადამიანი უდრის მეხსიერებას, გაყოფილს სიხარულზე.

ადამიანი უდრის…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on Saturday, January 13, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g