ქვეყანაში პირველი ოფიციალური სახანძრო რაზმი თითქმის ორი საუკუნის წინ შეიქმნა. მას მერე მეხანძრე-მაშველები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვიან ხანძრს თუ სტიქიას.
ხშირად ვისმენთ, რომ მეძანძრე მაშველი გმირია, ამ ფრაზის მიღმა კი კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული ისტორიებია. ასეთია 13 ივნისის გმირი, მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 7 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი ადიდებული წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. თუმცა, სახანძრო სამაშველო სამსახურს ცოცხალი გმირებიც ჰყავს, ვისთვისაც ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების გადარჩენა ყოველდღიური საქმიანობაა.
ბოლო სამ წელში საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტომ 87 ათასამდე სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიება განახორციელა: ჩააქრო 20 ათასზე მეტი ხანძარი, რეაგირება მოახდინა 6500-ზე მეტ ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციაზე, გადაარჩინა და დახმარება გაუწია 3000-ზე მეტ ადამიანს.
ავტორები: თაკო ივანიაძე, ლერი ზაქაიძე