LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „ტელეიმედს“ მარეგულირებელ კომისიაში უჩივის

103

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრი წარმოებაში მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ დაამზადა სოციალური რეკლამა და წერილით მიმართა შპს „ტელეიმედს“ სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების თაობაზე. მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალა  განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, ხოლო  „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არა არის მიმართული მოგების მიღებაზე და ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

საჩივარში, ასევე აღნიშნულია, რომ მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელთაც ცენტრმა მიმართა, რეკლამა უსასყიდლოდ განათავსეს. მათ შორის იყვნენ: შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი I“, სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებელი  II“, შპს „რუსთავი 2“, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, შპს „რადიო პალიტრა“,  შპს „ქართული რადიო“ (რადიო „მაესტრო“) და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1“.

არასმთავრობო ორგანიზაციამ კომისიას  მოთხოვა, განიხილოს აღნიშნული საჩივარი და დაავალოს შპს „ტელეიმედს“ ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.

საკითხის არსებითი განხილვის სხდომა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 18 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება.

magti 5g