ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსისგან გამოწვეულმა პანდემიამ გამოიწვია უმძიმესი შედეგები სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში მთელ მსოფლიოში და გაართულა მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით.
„პანდემიის გამო გაიზარდა სიღარიბის, ძალადობისა და უთანასწორობის პრობლემის გაღრმავების დონე. მანვე გამოიწვია ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვა“ , – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეანელა დღის წესრიგში მდგრადი განვითარების კუთხით პროგრესი 2030 წლის პერიოდამდე.
