ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი საქართველოს ხელისუფლებას მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს.
“ხოშტარია პოლიტიკოსის გარდა ადამიანის უფლებების მხარდამჭერია. მის საქციელს უფლებადამცველის ქმედებად მივიჩნევთ”, — ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სრული გამოყენება დაუშვას, ასევეადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უსაფრთხო და დაცული სივრცე შექმნას. გარდა ამისა, უზრუნველყოს ყველა მომიტინგეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, მათ შორის მოშიმშილეების და დაუყონებლივ წამოიწყონ დიალოგი ელენე ხოსტარიასთან მისი მოთხოვნების გარშემო.