48 წლის ასაკში ინტელექტკლუბის – „რა? სად? როდის?“ მოაზროვნე ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა.
მოულოდნელად გარდაცვლილ მეგობარზე სოციალურ ქსელში ბაჩანა შენგელია წერს, რომელიც ასევე ინტელექტკლუბის წევრია.
„ადამიანობის, სიყვარულის, მეგობრობის, მამობის და კიდევ უამრავი რამის ეტალონი იყო ეს კაცი. ბროლის ბუ მხოლოდ თამაშში არ ჰქონია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებში ჰქონდა.
ძალიან მტკივა, ჩემო ძმაო, ვერც ბოლო გზაზე გაცილებ და ეს კიდევ უფრო მიკლავს გულს. უფალს ებარებოდე ბუსო, მაგრად მიყვარხარ“, – წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.