LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკა ძალიან მალე იქნება ჩვენ გვერდით და საქართველო ახალ რეალობაში ცხოვრებას დაიწყებს“ – „ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა“ საპროტესტო აქციას აანონსებს

144
fot (1)

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, „ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა“ არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსსა და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ბაჩანა შენგელიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნიკა აუცილებლად გარეთ უნდა იყოს“ – გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას მუსიკოსები და მსახიობები შეუერთდნენ

„ჩვენი მოძრაობა მუშაობის ახალ ეტაპს იწყებს. კერძოდ, არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ასევე, ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან ვიწყებთ კონსულტაციას, რათა კოორდინირებული მოქმედებით, გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე მაქსიმალური წნეხი განვახორციელოთ და ვაიძულოთ ისინი, ნიკა გვარამია უმოკლეს ვადაში გაათავისუფლონ, რაც კანონიერებას აღადგენს და ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს დაგვაახლოებს.

ვიდეო: „რატომ არ შეიწყალეთ ნიკა გვარამია?“ – პრეზიდენტმა კითხვა უპასუხოდ დატოვა

პრეზიდენტმა ასევე არ უპასუხა კითხვას, რატომ გადაიდო  სტრასბურგში გამოსვლა.

ჩვენ ასევე, საპროტესტო აქციას ვგეგმავთ, რაზედაც ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

გარდა ამისა, „გათავისუფლების მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით, ისინი, ვისაც ნიკა გვარამიას გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის მიღება არ უნდათ, „ისტორიის არასწორ მხარეს აღმოჩნდებიან“.

„არავის უმოქმედობა, არავის საბოტაჟი, არავის უღირსი საქციელი და პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ გვაიძულებს ჩვენ მორალურ გზაზე უარი ვთქვათ. გავივლით იმ გზას, რაც აუცილებელია, რომ ამ ქვეყანას პოლიტიკური დევნილები და პატიმრები არ ჰყავდეს. ნიკა ძალიან მალე იქნება ჩვენ გვერდით და საქართველო ახალ რეალობაში ცხოვრებას დაიწყებს.

ამას თუ ვინმე ვერ ხედავს და არ გინდათ პროცესში მონაწილეობის მიღება, იცოდეთ, რომ ისტორიის არასწორ მხარეს აღმოჩნდებით. ის ეტაპი, რომელსაც ჩვენი მოძრაობა იწყებს, ის ბიძგი იქნება, რაც საქართველოს შეცვლის და ნიკა გვარამიას და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას მოიპოვებს,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები