LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკა აუცილებლად გარეთ უნდა იყოს“ – გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას მუსიკოსები და მსახიობები შეუერთდნენ

184
გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას მუსიკოსები და მსახიობები შეუერთდნენ. განცხადება ამის მუსიკოსებმა თაობაზე, დედაენის ბაღში გააკეთეს და გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

შეკრებილებმა პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტი და შეიწყალოს ნიკა გვარამია.

„მედიამენეჯერებს ასე უაპელაციოდ ევროპაში არ იჭერენ და ჩემი აზრით, უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა.

ლელა წურწუმია: „ძალიან კონკრეტული ვიქნები, მინდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მივმართო, გადადგას ევროპული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია.“

ეკა დემეტრაძე: „ნიკა აუცილებლად უნდა იყოს გარეთ იმიტომ, რომ დღეს თითქოს გადამწყვეტი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია ნიკას გარეთ ყოფნა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g