LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანს, რომელიც ბავშვობაში არავის უყვარდა, ზრდასრულ ასაკში არავის შეყვარება არ შეუძლია – პერლ ბაკის ცნობილი გამონათქვამები

17527
პერლ ბაკი

ბიოგრაფიული პროზის ოსტატი პერლ ბაკი პირველი ამერიკელი ქალი მწერალია, რომლის შემოქმედება ჯერ ნობელის, მერე პულიცერის პრემიით აღინიშნა. სხვათაშორის, ჩინეთში ბაკს საკუთარ მწერლად მიიჩნევენ, რადგან წლების მანძილზე ცხოვრობდა აზიაში, მისი რომანების მოქმედება კი, მეტწილად სწორედ ჩინეთში ვითარდება.

fortuna.ge გთავაზობთ პერლ ბაკის ცნობილ გამონათქვამებს:

* ადამიანს, რომელიც ბავშვობაში არავის უყვარდა, ზრდასრულ ასაკში არავის შეყვარება არ შეუძლია.

* ლმობიერი, შემწყნარებლური ღიმილი – აუცილებლად სიძულვილის უმაღლესი გამოხატულებაა.

* მომავალს ადამიანი ყოველთვის საკუთარი წარსულის გათვალისწინებით ხედავს.

* სრულყოფილებისკენ სწრაფვა ზოგიერთს სრულიად აუტანელად აქცევს.

* ენთუზიაზმი – ახალგაზრდობის ყოველდღიური საკვებია, სკეპტიციზმი კი – სიბერეს კვებავს.

* უკეთესია იყო პირველი ულამაზო ქალებს შორის, ვიდრე უკანასკნელი ლამაზნებს შორის.

* ზოგჯერ უკეთესია იფიქრო, რომ საერთოდ არ ხარ. რატომ ნატრობენ ადამიანები უკვდავებას?! – წარმოდგენა არ მაქვს.

* შუძლებელია სიყვარულის ძალით მოპოვება ან თავის შეცოდებით თხოვნა. სიყვარული ყოველთვის მოულოდნელად და დაუპატიჟებლად მოდის.

* საზოგადოების ცივილურობას მისი ღატაკებზე მზრუნველობა განსაზღვრავს.

* ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურ პატარა სიხარულს კარგავს დიდი ბედნიერების მიღების იმედით.

* სიკვდილი სიცოცხლეზე ძლიერია. როგორმა თავდაჯერებულმაც არ უნდა იცხოვრო, საბოლოოდ ყველაფერი სიკვდილით დამთავრდება.

* როცა სახლი ცოფიანი ძაღლებითაა სავსე, ადამიანი ქუჩაში იწყებს სიმშვიდის ძებნას.

* თუ სხვისი მართვა გინდა, ჯერ საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლო.

* წლები არაფერს ნიშნავს ადამიანისთვის, სანამ არ დაბერდება და ყოველი წელი საოცრებად არ ექცევა.

mazda magti 5g