პროფესორი თამაზ აქუბარდია თავისი ყოფილი მოსწავლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ბრალდებას უარყოფს. ამის შესახებ ვრცელი განმარტება მან სოციალურ ქსელში სტატუსის სახით გააკეთა. აქუბარდიას მიაჩნია, რომ გავრცელებული ინფორმაცია „სექსუალური შევიწროების“ კანონპროექტის პარლამენტის ყურამდე მიტანის მიზნით აგორდა და მის ოჯახზე თავდასხმას ემსახურება.
“მარტივია შექმნა პრეცედენტი, ითამაშო ადამიანის ემოციაზე და გაიტანო ის, რაც გინდა ნებისმიერი საშუალებით. მაგრამ თუ უფლებებს იცავ და კანონზე საუბრობ, და ამ კანონის აღსრულებისთვის უდანაშაულო ადამიანს სწირავ მსხვერპლად, მაშ რით ხარ უკეთესი იმ “დემონებზე” რომლებსაც ებრძვი?”
https://www.facebook.com/tamaz.akubardia/posts/1607375152658714
თამაზ აქუბარდია აცხადებს,რომ ის ცილისწამების გასაქარწყლებლად იბრძოლებს .
შეგახსენებთ, გუშინ, 26 ოქტომბერს, ორგანიზაცია საფარის ვებ გვერდზე აქტივისტ მარი კურტანიძის ღია წერილი გამოქვეყნდა,რომელშიც ავტორი თავის ყოფილ მასწავლებელსა და ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.