LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB-ი საქართველოს 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

93

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეებმა  დღეს „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვეპროგრამა 3-ის“ შეთანხმება გააფორმეს.

ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალიმ. პროგრამის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით, შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ,  პროგრამის ფარგლებში უკვე წარმატებით განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ვალის მართვის და ფისკალური რისკების შეფასებას, გადაიდგა ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საპენსიო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და სხვა.

აღნიშნული წარმოადგენს 3-წლიანი პროგრამის დამასრულებელ ეტაპს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის ჯამში  250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი გამოიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g