LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB: საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს, 4.5%-ით დაუბრუნდება

186
thumb

„აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისში კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდეგ, საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2020 განახლებულ გამოცემაში, ბანკი 2020 წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს, რაც ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის შედეგია, თუმცა ტენდენცია 2021 წელს სასიკეთოდ შეიცვლება. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე წლის დასაწყისში დაახლოებით 5.8%-ით შემცირდა, 2019 წლის იმავე პერიოდის 4.8%-იანი ზრდის საპირისპიროდ.

„კოვიდ-19-ის ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად საქართველომ არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების აკრეფის შერბილება, სოციალური პაკეტების გაფართოება, კარანტინის გამო შეჩერებული ბიზნეს-საქმიანობის ფრთხილი გახსნა და შიდა ტურიზმის წახალისება. გაჯანსაღების შენარჩუნება შესაძლებელია ზოგიერთი საგადასახადო და სავალო შეღავათების გახანგრძლივებით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობით და ჯანდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებით შესაძლო მეორე ტალღის დასახვედრად. ADB კვლავაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პანდემიის დაძლევაში და მის გვერდით იქნება დივერსიფიცირებული და ინკლუზიური განვითარების გზაზე”,-განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g