LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი სცენას ემშვიდობება

65

28 ივნისს, ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ადელს კონცერტი ჰქონდა, რომლის მსვლელობის დროსაც მან მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მომღერალმა მაყურებელს ხელნაწერი წერილი აჩვენა, სადაც ეწერა, რომ 18 თვიანი მოგზაურობების შემდეგ მისი სასცენო გზა დასრულდა. ვარსკვლავი მადლობას უხდის მსმენელს, რომლებიც მის მუსიკას უსმენენ.

ხანგრძლივი მოგზაურობები – არის ის, რაც მე დიდად არ მიხდება. მე სახლში მიყვარს ყოფნა და ბედნიერებას წვრილ დეტალებში ვპოულობ. მინდოდა, ჩემი ფინალური შოეუბი ლონდონში გამართულიყო, რადგან არ ვიცი, წავალ თუ არა ოდესმე ისევ ტურნეში“ – წერია წერილში.

მოგვიანებით სცენიდან მან მაყურებელს მიანიშნა, რომ შესაძლოა, მისი ცოცხალი შესრულება ვერასოდეს მოისმინონ. თუმცა ცნობილი ხდება, რომ ადელი სიმღერებს კვლავაც დაწერს.

ახალი ალბომის „25“ ფარგლებში ადელმა დაგეგმილი 123-დან უკვე 119 ჩაატარა. 18 თვის განმავლობაში ის დიდი ბრიტანეთის, ევროპის, ამერიკის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სცენებზე გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები