LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი Spice Girls-ის დაბრუნებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა

92

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ Spice Girls სოციალურ ქსელში მიმართვას გაავრცელებდა, საიდანაც ოფიციალურად დადასტურდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაზეც მედია ბოლო დროის განმავლობაში აქტიურად წერდა.

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივი დაბრუნდა, რადგან ინტერნეტი გოგონების პირველმა ერთობლივმა ფოტომ და ვიდეომიმართვამ მოიცვა.

ვიდეოში ჯერი ჰორნერი, მელანი სი, მელანი ბი და ემა ბანტონი ბრიტანეთში დაგეგმილ კონცერტებს აანონსებენ. როგორც იცით, ბრიტანულ ტურნეს ისინი ვიქტორია ბექჰემის გარეშე გამართავენ, რომელთანაც მოლაპარაკებებს დიდხანს აწარმოებდნენ, თუმცა, უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ ბენდის დაბრუნების ისტერიას ემოციური პოსტით გამოეხმაურა ადელი.

ინგლისელმა შემსრულებელმა ,,ინსტაგრამზე” ბავშვობის დროინდელი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის ჯგუფის პოსტერების ფონზე დამანჭული პოზირებს.

,,მზად ვარ”, – აღნიშნავს აღწერაში 30 წლის ვარსკვლავი, რომელიც როგორც გაირკვა Spice Girls-ის მუსიკამ ადრეულ ასაკში გაიტაცა.

 

View this post on Instagram

 

HA! This is how I feel right now! I AM READY ✌🏻

A post shared by Adele (@adele) on