LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღე, როდესაც Diddy-მ მორიგი შემზარავი დანაშაული ჩაიდინა – მედიაში ჯეი ლოსა და რეპერის გაცხარებული ჩხუბის ამსახველი კადრები ვრცელდება

608
page

მედიაში ჯეი ლოსა და Diddy-ის საარქივო, აქამდე უცნობი ფოტოების სერია გავრცელდა. ეს გახლავთ 2000 წლის MTV VMA-ის დაჯილდოების შემდგომი წვეულება. სანდო წყაროს ცნობით, სწორედ ამ დღეს ჩაიდინა რეპერმა მორიგი დანაშაული, რომლის შესახებაც ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. არტისტმა ამ დღეს 13 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა.

ფოტოებში ჯეი ლო და Diddy ცხარე კამათის დროს არიან აღბეჭდილნი. ინსაიდერების ცნობით, ლოპესი იმ საღამოს საოცრად გაღიზიანებული იყო, პარტნიორს უყვიროდა და წვეულება მალევე დატოვა.

შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესმა და რეპერმა ერთმანეთი 1999 წელს, კლიპის, If You Had My Love გაიცნეს. წყვილი მალევე გამოჩნდა ერთად საჯაროდ და ყველაზე ცხელი წყვილის ტიტულიც მოიპოვა. ჯეი ლო მის ყველა კონცერტს ესწრებოდა და მასთან უამრავ ფოტოსაც იღებდა. წყვილის რომანი ორი წელი გაგრძელდა. ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ დაშორების ინიციატორი თავად ჯენიფერი იყო, მიზეზის შესახებ არტისტმა თავად, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

„მე მას კისერზე არასდროს ვეკიდებოდი… დეტალები არ ვიცი, თუმცა, გულის სიღრმეში, მუდამ ვიცოდი, რომ ის მე მღალატობდა. ის მეუბნებოდა, რომ ღამის კლუბში მიდიოდა და მთელი ღამით და დღით იკარგებოდა. ბოლოს დავფიქრდი, მინდოდა თუ არა, 10 წლის შემდეგ, შვილებით ხელში, ღამით მარტო ყოფნა და მამაკაცის ლოდინი“, – განაცხადა ლოპესმა.

„ის მთელი ღამით და დღით იკარგებოდა“ – ჯეი ლო Diddy-ის შესახებ

„ბენი ჯეი ლოს Diddy-ის სკანდალის გამო დაშორდა“ – ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს და დუმს

„2000-იანი წლების ყველაზე ცხელი წყვილი“ – რატომ დაშორდა ჯეი ლო Puff Daddy-ის – ჯენიფერ ლოპესის მორიგი მამაკაცი წარსულიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები