LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენი ჯეი ლოს Diddy-ის სკანდალის გამო დაშორდა“ – ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს და დუმს

6455
page

ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიო მოცულია Diddy-ის სკანდალური საკითხით. შემაშფოთებელ საქმეში, უამრავი სელებრითის სახელი ფიგურირებს. მათგან ერთ-ერთი ჯეი ლოა, რომელსაც რეპერთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

„2000-იანი წლების ყველაზე ცხელი წყვილი“ – რატომ დაშორდა ჯეი ლო Puff Daddy-ის – ჯენიფერ ლოპესის მორიგი მამაკაცი წარსულიდან

ჯეი ლოს ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ის „ინსტაგრამზე“ კვლავ აქტიურად აგრძელებს ფოტოების გავრცელებას. ამჯერად 55 წლის ლოპესმა თეთრ ზედაში გადაღებული ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი კოსმეტიკის ხაზს, JLo Beauty-ს უწევს რეკლამას.

პარალელურად ამისა, მედია ალაპარაკდა „ბენიფერის“ განშორების რეალურ მიზეზზე. ინსაიდერმა განაცხადა, რომ ბენმა Diddy-ის მოსალოდნელი სკანდალის შესახებ იცოდა და ჯეი ლოს სახელის ფიგურირება ამ საქმეში ვერ აიტანა.

„ბენი ჯეი ლოს Diddy-ის სკანდალის გამო დაშორდა. ის ამას უბრალოდ ვერ აიტანდა“, – აცხადებს წყარო.

„ბენს ახალი სადარდებელი გაუჩნდა“ – ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის პირველი გამოჩენა ჯენიფერისა და Puff Daddy-ის ამოარქივებული რომანის შემდეგ

შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესმა და  Puff Daddy-მ ერთმანეთი 1999 წელს, კლიპის, If You Had My Love გაიცნეს. წყვილი მალევე გამოჩნდა ერთად საჯაროდ და ყველაზე ცხელი წყვილის ტიტულიც მოიპოვა. წყვილის რომანი ორი წელი გაგრძელდა. ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ დაშორების ინიციატორი თავად ჯენიფერი იყო, მიზეზად რეპერის მიერ ღალატი დასახელდა.

ჯეი ლოს დედის რეაქცია ქალიშვილისა და Puff Daddy-ის შესაძლო შერიგებაზე – ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები