LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლოს დედის რეაქცია ქალიშვილისა და Puff Daddy-ის შესაძლო შერიგებაზე – ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

1174
page

Puff Daddy-ის დაკავების შემდეგ მედიაში ჯენიფერ ლოპესის საარქივო ინტერვიუ ვირუსულად ვრცელდება. ჯეი ლო დედასთან ერთად გადაცემაში იყო მიწვეული. წამყვანმა მას ძველი რომანი გაახსენა და ჰკითხა, იყო თუ არა შანსი იმისა, რომ ის რეპერს შეურიგდებოდა, შეკითხვაზე ჯეი ლოს გაეღიმა და მორიდებული გამომეტყველება მიიღო.

სამაგიეროდ შეკითხვით და ჯენიფერის რეაქციით ძალიან გაოცდა და განრისხდა მისი დედა, გვადალუპე როდრიგესი.

„არა!“ – კატეგორიულად განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესმა და  Puff Daddy-მ ერთმანეთი 1999 წელს, კლიპის, If You Had My Love გაიცნეს. წყვილი მალევე გამოჩნდა ერთად საჯაროდ და ყველაზე ცხელი წყვილის ტიტულიც მოიპოვა. წყვილის რომანი ორი წელი გაგრძელდა. ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ დაშორების ინიციატორი თავად ჯენიფერი იყო, მიზეზად რეპერის მიერ ღალატი დასახელდა.

„2000-იანი წლების ყველაზე ცხელი წყვილი“ – რატომ დაშორდა ჯეი ლო Puff Daddy-ის – ჯენიფერ ლოპესის მორიგი მამაკაცი წარსულიდან

სექსუალური ძალადობა და მუქარა – Puff Daddy მანჰეტენზე დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები