56 წლის მსახიობმა და მომღერალმა, ჯენიფერ ლოპესმა განაცხადა, რომ მამაკაცებთან გაცნობას სოციალური ქსელების მეშვეობით არ განიხილავს.
ვარსკვლავი ენდი კოენის შოუს სტუმრობდა, სადაც აღნიშნა, რომ მამაკაცები მის ყურადღებას სოციალურ მედიაში პირადი შეტყობინებებით ვერ მიიქცევენ.
„ვერ გამიცნობთ სოციალურ ქსელებში. მამაკაცებმა გაცილებით მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ“, – განაცხადა მსახიობმა.
საუბრის დროს ლოპესმა ასევე აღიარა, რომ „ინსტაგრამზე“ მიღებულ პირად შეტყობინებებს არასდროს ამოწმებს. როდესაც წამყვანმა ჰკითხა, თუ როგორ უნდა გადადგან მამაკაცებმა პირველი ნაბიჯი, ვარსკვლავმა ღიმილით უპასუხა:
„თუ ვინმეს ნამდვილად სურს ჩემი პოვნა, აუცილებლად შეძლებს“.
მსახიობის ამ განცხადებამ სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბევრმა მისი სიტყვები აღიქვა როგორც მინიშნება, რომ რეალური ურთიერთობების დასაწყებად მხოლოდ ონლაინ შეტყობინებები საკმარისი არ არის და მამაკაცები გაცილებით მონდომებულები უნდა იყვნენ.
აქვითინებული ჯეი ლო და მხურვალე ჩახუტება ვაჟთან – მედიაში ემოციური კადრები ვრცელდება