აპრილში ადელმა განაცხადა, რომ მეუღლეს, საიმოინ კონესკის შორდება. ამის შემდეგ 31 წლის ბრიტანელმა მომღერალმა საგრძნობლად დაიკლო წონაში და მედიისთვის ახალი ჭორების გავრცელების საბაბიც გაჩნდა.
ამჯერად პაპარაცებმა მომღერალი უცნობ მამაკაცთან ერთად გადაიღეს, როდესაც ადელი ლონდონის ერთ-ერთ პარკში გამოჩნდა. ადელი ფოტოგრაფებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის მამაკაცთან ერთად ხელჩაკიდებული გამოჩნდა და გაჩნდა ვერსია, რომ მომღერალს ახალი შეყვარებული ჰყავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არა სეყვარებული, არამედ მისი მეგობრის, ალან კარის მეუღლე, პოლ დრეიტონია. ადელი დრეიტონისა და კარას ქორწილის ორგანიზატორიც კი იყო.