LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როცა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი განისაზღვრება: გიორგი ბოტკოველი

63
FORTUNA.GE-

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ვერანაირად ვერ გახდება ამ ქვეყნის ბედის გადამწყვეტი. უნდა ჩატარდეს თუ არა ადგილობრივი არჩევნები, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი.” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი და ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი განისაზღვრება.

ბოტკოველი კიდევ ერთხელ ახსენებს ხელისუფლებას პირობების შესრულების აუცილებლობას, მათ შორის კი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას:

“ძალიან ბევრი საკითხი და ბევრი პირობაა შესასრულებელი, პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება, უკანონო პატიმრის, ნიკა მელიას გათავისუფლება. ამის შემდეგ შესასრულებელია ყველა პირობა.

ამიტომ ჩვენ ვერანაირად ვერ შევალთ ამ პოლემიკაში და ვერც ვისაუბრებთ ადგილობრივ არჩევნებზე, ვიდრე ხელისუფლება იძულებული არ გახდება, შეასრულოს ის პირობები, რომლებიც არა მხოლოდ ოპოზიციური ძალების, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მოთხოვნაა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის კონკრეტული თარიღი უნდა განისაზღვროს და ამის შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი უკვე ადგილობრივ არჩევნებზე”. – განაცხადა ბოტკოველმა.

რაც შეეხება პარტიის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ბოტკოველი ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნების დანიშვნამდე, მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი:

“მიღება არ მიღებაზე არ არის საუბარი. ჩვენ არ ვაპირებთ პოლემიკაში შესვლას და ამ თემაზე საუბარს, რადგან სხვა მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები დაინიშნება.” – თქვა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო.

“ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, ოპოზიციასთან დიალოგზე კი პოზიცია ურყევია: სოზარ სუბარი

magti 5g