LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივების ინფორმაციით, დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ

119
BeFunky-collage (1)

ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ორდღიანი კონფლიქტი, ამ დროისთვის, დმანისში ამოწურულია. ადგილობრივებმა სიმბოლურად, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომში აღარ გაგრძელდება ასეთი ფაქტი, ასეთი სიტუაციები. ყოველთვის გვირჩევნია მეც და ირგვლივ მყოფებსაც ისეთი სიტუაცია იყოს, როგორიც აქამდე იყო, მშვიდობიანი. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, დასასრული იყო ჩვენთვის ძალიან მისაღები. დიდი იმედი მაქვს, ამოწურულია კონფლიქტი”, — განაცხადა დმანისის ადგილობრივმა მცხოვრებელმა, ამირან ნარსავიძე.

დმანისში ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

“მოხარული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელსაც ეთნიკური გაღვივების საშიშროება ჰქონდა ყველა მხრის, სასულიერო პირების, სახელმწიფოს და მოსახლეობის ჩართულობით მოგვარდა. ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდენ, რაც მისასალმებელია,”-განუცხადა ჟურნალისტებს სასულიერო პირმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები