LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადგილობრივი კონკურენტებთან შედარებით გვაქვს ყველაზე მარტივი პროდუქტი, ხოლო საერთაშორისო კონკურენტები არ გვყავს” – “კერნელი” თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ზე

467
ბექა დალაქიშვილი

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის – ამ ნომინაციაში “თიბისის” ბიზნეს დაჯილდოება 2022-ზე სამ ფინალისტს შორის კომპანია „კერნელია“ წარდგენილი. კომპანიის დამფუძნებლები ბექა დალაქიშვილი, მიშო ზღულაძე და გიორგი ტუხაშვილი არიან, რომლებიც წლების განმავლობაში ფინანსების, ტექნოლოგიების და მარკეტინგის სფეროში მუშაობდნენ.

კომპანიის სამიზნე ბაზარი არა საქართველო, არამედ განვითარებადი ქვეყნებია აზიაში – ფილიპინები და ინდოეთი. „კერნელის“ დამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი „ბიზნესნიუსს“ პროდუქტისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის მიზეზებზე ესაუბრა.

“საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა. მოხარულები ვიქნებით, თუ გავიმარჯვებთ, დაჯილდოებაში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია ისაა, რომ გვინდა, მოსახლეობას დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც არის აზიურ ბაზრებზე, რადგან ეს იქნება ძალიან მზარდი ბაზრები, იქ დაბალია გაციფრულების დონე. შესაბამისად, ასეთი შესაძლებლობა ამ საუკუნეში აღარ იქნება და გვინდა, რომ ქართულ სტარტაპებს დავანახოთ ეს შესაძლებლობა და გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება”, – აღნიშნა „კერნელის“ დამფუძნებელმა „ბიზნესნიუსთან“ საუბრისას.

"ატომ ქიდსი" - ბავშვთა სათამაშოების შემქმნელი ინოვაციური კომპანია “თიბისის” ბიზნეს დაჯილდოება 2022-ზე

"ატომ ქიდსი" არის ინოვაციური კომპანია, რომელიც ქმნის სათამაშოებს STEAM დარგებიდან.

როგორც კომპანიაში ამბობენ, “კერნელი” არის მარტივი ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმა, რომელიც მცირე ბიზნესს ეხმარება პროცესების გაციფრულებაში, ბუღალტერიისა ავტომატიზაციაში და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

“ეს პრობლემა განსაკუთრებით დიდია ინდოეთში, სადაც 63 მილიონზე მეტი ბიზნესია რეგისტრირებული – ამასთან ქვეყანაში არის ახალი საგადასახადო სისტემა და მოთხოვნები. მცირე მეწარმეებს კი არ აქვთ არც ცოდნა, არც გამოცდილება და არც შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომ ეფექტურად მოერგონ ამ ცვლილებებს – სახელმწიფო კი აიძულებს მათ რომ გაციფრულდნენ და დაიწყონ გადასახადების გადახდა – ვინაიდან ეს მოთხოვნები ახალია, ბაზარი ჯერ არც ერთ კონკურენტს არ აქვს სრულად ათვისებული, ამიტომ ახლა საუკეთესო დროა ჩვენი პროდუქტისათვის ამ ბაზარზე. გვყავს ახალგაზრდა, მოტივირებული და ეფექტური გუნდი. ბიზნეს მოდელი არის subscription-ები. ადგილობრივი კონკურენტებთან შედარებით გვაქვს ყველაზე მარტივი პროდუქტი, ხოლო საერთაშორისო კონკურენტები არ გვყავს“, – აცხადებენ „კერნელში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g