LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Adidas-მა ახალი ბოტასი ოკეანეში შეგროვილი ნარჩენებისგან დაამზადა

60

Adidas-მა ახალი ბოტასი ოკეანეში შეგროვილი ნარჩენებისგან დაამზადა. სპორტული სამოსის ბრენდმა გადაწყვიტა, რომ ოკეანეების დასუფთავებაში საკუთარი წვლილი შეეტანა და  ახალი კოლექცია ორგანიზაცია „Parley For The Oceans”-თან თანამშრომლობით შექმნა. აღნიშნული ორგანიზაცია სწორედ ოკეანეების დასუფთავებითაა დაკავებული.

გამოცემა „Le Figaro”-ს ინფორმაციით, ყოველწლიურად ოკეანეში 6,5-8 მილიონი ტონა ნარჩენი ხვდება. ადიდასმაც უნიკალური ბოტასის შექმნით საზოგადოებას ეს პრობლემა კიდევ ერთხელ შეახსენა.

ახალი პროდუქტი EQT Support უკვე დახლებზეც გამოჩნდა და მისი ღირებულება 160 ევროა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები