LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიგენის მუნიციპალიტეტში საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები მოეწყო

172
ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II“ ფარგლებში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა – საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR) და ის ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ ხორციელდება. სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სოფელ მოხეში მდებარე ჩანჩქერების კასკადს ახალი საფეხმავლო ბილიკიც დაემატა.

მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში, კიდევ ორი სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის და ერთი საზაფხულო ბანაკის მოწყობაცაა დაგეგმილი.

„სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადიგენის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტყის მრავალმიზნობრივი გამოყენება სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოსახლეობის საშეშე რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებისთვის, მიმდინარე წელს დაგეგმილია სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციაც“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზნები ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის გაძლიერებაა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1 099 940 ევროს შეადგენს, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრიბუცია 551 500 ევროა, ხოლო 548 440 ევრო საგრანტო თანხას შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g