LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიგენში 34 წლის კაცი მოკლეს, დაკავებულია ერთი პირი

145
Capture

ადიგენში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ ადიგენში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი.

34 წლის მამაკაცს სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. 

გამოძიების თანახმად, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1974 წელს დაბადებული ი.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 ივლისს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ჯ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g