LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჟიოტაჟი ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

72

მარიამობის დღესასწაულზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადასვენებასთან დაკავშირებით დაწყებულ აჟიოტაჟზე, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია , რომ

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ უკანასკნელ წლებში, სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს

საპატრიარქო განმარტავს, რომ შექმნილ ვითარებას სწავლობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან შესაბამისი დარგის მკვლევარები, ზუგდიდისა და ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფალთა პასუხისმგებელი პირები. მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს წარედგინება.

დღეს, ღვთის მადლით, დადგა დრო, როცა განსაკუთრებულ შემთვევებში ხდება ხოლმე ამ სიწმიდის გადმოსვენება ტაძარში, სადაც ტარდება საღმრთო ლიტურღია და მორწმუნე ადამიანებს მასთან რწმენითა და სიყვარულით მიახლების საშუალება ეძლევათ.ზუგდიდის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს იმას, რომ მათ ქალაქში ინახება საქრისტიანოს გამორჩეული სიწმიდე და შესაბამისად, მტკივნეულად რეაგირებს ამ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებზე.ჩვენს სულიერ შვილებს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და მოთმინებისკენ; საეკლესიო სიწმიდეები, ღვთის მადლის მაძიებელთ აერთიანებს და არ განჰყოფს; ჩვენს შემთხვევაშიც, ძმათა შორის წამოჭრილი გაუგებრობა ქრისტიანული სიყვარულით და ერთობით უნდა დაიძლიოს. ჩვენი ძალა ჩვენსავე სულიერ ერთობაშია -ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g