LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატების კამპანია სამართლებრივად სასაცილოა – გიორგი მიქაუტაძე

99
მიქაუტაძე

“ადვოკატთა ნაწილის კამპანია, რომლითაც ისინი ათი მოსამართლის სასამართლო პროცესებიდან აცილებას ითხოვენ, სამართლებრივად სასაცილოა,” – ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე ზოგიერთი მოსამართლეის აცილებასთან დაკავშირებით ადვოკატთა ნაწილის მიერ დაწყებულ კამპანიას.

გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტულ საფუძვლებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მოსამართლის აცილება სასამართლო პროცესიდან, თუმცა მისი თქმით, ის მიზეზი, რითაც ადვოკატებმა ახლა კამპანია დაიწყეს, ღიმილისმომგვრელია.

“ეს ინიციატივა სამართლებრივად არის აბსურდი და ასეთი რამ წარმოუდგენელია, თუ სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ, ასევე ეს არის არაეთიკური, თუ ეთიკის ჭრილში განვიხილავთ. და თუ ამ ინიციატივის წონაზე ვისაუბრებთ ეს არის სასაცილო. ყველა იურისტი დამეთანხმება იმაში, რომ მსგავსი საფუძვლით მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება ღიმილისმომგვრელია. სამარცხვინოა, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერს და ეთანხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ქალბატონი დოლიძე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საბედნიეროდ, საქმე გვაქვს ადვოკატების ძალიან მცირერიცხვოვან ჯგუფთან და საბედნიეროდ ადვოკატების უმრავლესობა ამ აზრს არ ეთანხმება,” – განაცხადა მიქაუტაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა კამპანიის მონაწილე ადვოკატების განცხადებას, რომ კამპანიის დაწყების შემდეგ, თავისუფალი მოსაზრების გამოთქმის გამო, მოსამართლეთა ნაწილის მხრიდან მათი მისამართით მუქარას ჰქონდა ადგილი. გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო, ადვოკატებს არავინ ემუქრება.

ადვოკატთა ნაწილი, რომელმაც გუშინ ლევან მურუსიძის წინააღმდეგ კამპანია “აიცილე ლევან მურუსიძე” დაიწყო, კიდევ 9 მოსამართლის აცილებას ითხოვს. 10 მოსამართლის სასამართლო სხდომებიდან აცილების მოთხოვნით პეტიციის შექმნაც იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g