თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილების ოჯახს ემუქრებიან.
ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა “ფორმულასთან” ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ შესაბამისი ინფორმაცია გამოძიებას უკვე მიაწოდა.
"არსებობს ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებიც არის..."
ბაჩალიაშილის საქმის ახალი ფიგურანტი: "თემური იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში... ბედნიერი ვიქნებოდი, ერთად რომ ყოფილიყვნენ"
“გუშინდელი აქციის შემდეგ, პირდაპირ წავიდა ოჯახზე მუქარა. ერთერთი კომენტარია, რომ ‘ლეგენდის შეთხვზის ნაცვლად, პრობლემას ჩაუღრმავდით, თუ რა მოხდა რეალურად, რამე ხო არ დააკელით. მეორე შვილიც გყავთ და ჯობია იგივე შეცდომები არ მოხდეს დაშვებული’, პირდაპირ მუქარა წავიდა ოჯახზე. მე ამის თაობაზე გადავეცი გამოძიებას. ამას [კომენტარს] უწონებს 120 ადამიანი, ბოტია თუ ტროლია, ბოტების და ტროლების უკან დგას გარკვეული ჯგუფი , ეს უკვე ოჯახისთვის საშიშროებას წარმოადგენს”,-აცხადებს რამიშვილი.
რა კავშირი აქვს პაატა გულიაშვილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან