LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: სერგო შუბითიძეზე არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი…პასუხისგებაშიც არ უნდა მიეცათ, ბავშვურად მოუვიდა

422
BeFunky-collage - 2023-06-26T222159.607

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა არ განხორციელებულა.

მისივე თქმით, ეს საქმე ასეც არ უნდა წარმართულიყო. პასუხისგებაშიც არ უნდა მიეცათ, რადგან ბავშვურად მოუვიდა.

„არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. მიმაჩნია, რომ ეს საქმე ასეც არ უნდა წარმართულიყო. პასუხისგებაშიც არ უნდა მიეცათ, ბავშვურად მოუვიდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეშალა, ადამიანები მიდრეკილები ვართ გადაცდომისკენ. ჩვეულებრივი ადამიანია და შეეშალა.

დღეს ერთად გავიარეთ, მოწმე ერეკლე კერესელიძის გამოკითხვის ტომი და მანდ მიხვდა, რომ შეეშალა: „ვაიმე, შემეშალა“ – ასეთი რამ თქვა. „მე კი ამოვიღე ტელეფონი, მაგრამ არა ბაჩალიაშვილის ტელეფონი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს – „ვნახოთ, რამდენი ადამიანი დაგვიდგებით გვერდით“შეგახსენებთ,  ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„ამ აღიარებით მან ფიზიკურად გადაირჩინა თავი, რადგან ახლა უკვე ვეღარ მოკლავენ“ – თეონა თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელზე

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: მაქვს მოლოდინი, რომ სერგო შუბითიძეს დააკავებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები