19 ივნისი 6 წლის წინ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დაბადების დღეა. თამარის დედა თეონა თამაზაშვილი შვილს სოციალურ ქსელში იხსენებს.
„19 ივნისი! დე, რომ იცოდე, როგორ მიყვარდა ეს დღე, დღე როდესაც შენ, ჩემმა პირშომ, დედა გამხადე და მაგრძნობინე შეუფასებელი დედა- შვილობის განცდა. იმის მაგივრად შენი წარმატებებით და ბედნიერებით ვხარობდე, 6 წელია, ვტკეპნი შენი საფლავისკენ მომავალ გზას. მაპატიე დე, ცოცხალი რომ დავრჩი! (რამეთუ დედები უნდა მიდიოდნენ და შვილბს ბედნიერს ტოვებდნენ) ალბათ იმიტომ დამტოვა უფალმა, რომ შენი სიმართლე გაირკვეს, სამართალმა იზეიმოს და ამდენ მითქმა- მოთქმას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს. თან გიორგის დედობა გავუწიო ბოლომდე, სადამდეც უფალმა დამიწესა სასჯელი ამ ქვეყნად ყოფნისა. ბოლო სავანე მაინც მანდაა – შენთან. უზომოდ მენატრები“, – წერს თეონა თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
