„ბრძოლას ვაგრძელებ სამართლიანობის აღდგენისთვის! პროკურატურა აყალბებს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს!“, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველ ორშაბათს ვიქნები ორთაჭალაში პროკურატურასთან 11-დან 15-საათამდე. გთხოვთ დამიდგეთ გვერდით…“, – აღნიშნულია თეონა თამაზაშვლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, საქართველოს პროკურატურა გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
