2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი შვილის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით ყოველ ორშაბათს პროკურატურასთან აქციას აანონსებს. ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს.
„ყოველ ორშაბათს, დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მე ვიქნები პროკურატურასთან, ორთაჭალაში და მოვითხოვ სიმართლის დადგენას! ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებას! ყველას განსაკუთრებით დედებს, გელოდებით სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის ყოველ ორშაბათს…და თუ რამ სიახლეც იქნება, ორშაბათს მივაწვდი საზოგადოებას“,-წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.
