LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ, როგორც ყველა დანარჩენი ჩაფარცხეს – ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით?“ – თეონა თამაზაშვილი

139
თამარ ბაჩალიაშვილი თეონა თამაზაშვილი

„პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ სამართალს არ მივაღწევ“, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ, როგორც ყველა დანარჩენი ჩაფარცხეს. ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით? რამდენ ადამიანს უნდა შევუქმნა პრობლემა, თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას მაწვდის, ვერ ვამბობ, რადგან პრობლემები არ შევუქმნა და ისიც თაღლითი არ გამოიყვანონ. ამოვიდა ყელში ამდენი უსამართლობა.

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ არ მივაღწევ საწადელს და სანამ არ მივაღწევ სამართალს, სხვანაირად აღარ გამოდის უკვე. გამომიყვანეს წონასწორობიდან ყველანაირად. არ მიბრუნებენ კომპიუტერს“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მას შვილი მოუკლეს და სამართალს ვერ პოულობს.

„ასეთი უსამართლობა არცერთ ქვეყანაში არ არის. ცოცხალი თავით არ უნდათ, ეს საქმე გამოიძიონ. ვინ დგას ამის უკან? ხელისგულზე ჩანს ფაქტი, რომ მომიკლეს შვილი და არ იძიებენ ამ საქმეს“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

„პროკურატურა აყალბებს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს! გთხოვთ დამიდგეთ გვერდით…“ – თეონა თამაზაშვილი

„თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია – ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია“ – საქართველოს პროკურატურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები