LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს პატიმრობა შეუფარდა

616
BeFunky-collage - 2023-06-26T214948.696

სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შუბითიძე წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება.

„სერგო შუბითიძე წარდგენილ დანაშაულს აღიარებს, წაყენებულ ბრალდებას ეთანხმება. სასამართლოს სხდომაზე არაფრის თქმას არ ვაპირებთ. დანარჩენი ჩვენთვის გვინდა, რომ კონფიდენციალური იყოს. მას ასე სურს. რატომ გააკეთა და რატომ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით შემდგომ სასამართლოს მოახსენებს,“ – განაცხადა დარეჯან ბუცხრიკიძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს – „ვნახოთ, რამდენი ადამიანი დაგვიდგებით გვერდით“შეგახსენებთ,  ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„ამ აღიარებით მან ფიზიკურად გადაირჩინა თავი, რადგან ახლა უკვე ვეღარ მოკლავენ“ – თეონა თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელზე

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: მაქვს მოლოდინი, რომ სერგო შუბითიძეს დააკავებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g