LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ოჯახის წევრები მიხეილ სააკაშვილს ორშაბათს შეხვდებიან

100
BB4A7A61-1FA8-43CA-ADB0-DFC234D55BAA

მიხეილ სააკაშვილს ოჯახის წევრები სავარაუდოდ ორშაბათს შეხვდებიან.ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო

ბასილაია რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა.

რაც შეეხება მოთხოვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმმა შეამოწმოს, რასთან დაკავშირებითაც პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართეს, როგორც ბასილაია ამბობს, ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

სააკაშვილს, პენიტენციურ დაწესებულებაში დამატებითი ლეიბი და ტელევიზორი შეუტანეს: ბექა ბასილაია

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე მერვე დღეა შიმშილობს, მის მონახულებას სანდრა რულოვსი, მისი შვილები და გიული ალასანია ითხოვენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g