LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო

167
მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო 12 კილო დაიკლო.

როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

„ვიზუალურადაც რომ შეხედავთ, ჩანს, რომ ადამიანს დაკლებული აქვს. დაახლოებით, 12 კილოზე მეტი დაიკლო, როგორც ვიცი.

დღითიდღე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან დაიწყებს გაუარესებას, თუ უკვე გაუარესებული არ არის. მორალურად მხნედ არის“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სააკაშვილის მამის მიმართვა: იცოდე, შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ, შეწყვიტე, მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის

რაც შეეხება მოთხოვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმმა შეამოწმოს, რასთან დაკავშირებითაც პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართეს, როგორც ბასილაია ამბობს, ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი  დაკავების შემდეგ, მე-8 დღეა შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g