LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის მამის მიმართვა: იცოდე, შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ, შეწყვიტე, მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის

180
BeFunky-collage

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს და ყოფილ პრეზიდენტს მიმართავს, შიმშილობა შეწყვიტოს.

„სხვა საშუალება ჩემ შვილთან,

მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია,იმედია სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ.

მიშა!!!! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა.

საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს.

შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა.

შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ეხლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება.

იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის. მიიღე გადაწყვეტილება. მალე შეხვედრამდე,“ – წერს ნიკოლოს სააკაშვილი „ფეისბუქში“.

 

magti 5g