მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ილია ლომია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს.
„ერთი კვირაა, მიხეილ სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, საწოლიდან ვეღარ დგება. ტკივილები კიდურებში აქვს, ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ და საუბარიც უჭირს, საუბარი არ უნდა, არის უხასიათოდ, მივარდნილი და უმწეო მდგომარეობაში.
სიმართლე გითხრათ, ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს, ის ტელეგადაცემებს ადევნებდა თვალს, საუბრობდა, მაგრამ ახლა საუბრის სურვილიც არ აქვს.
ფაქტობრივად, არაფერზე საუბრობს, უბრალოდ, ჩვენი შეხვედრა შემოიფარგლება, რომ გამარჯობას ვეუბნებით და რამდენიმე წუთის შემდეგ მის პალატას ვტოვებთ. ერთი კვირაა, უკვე ასეთ მდგომარეობაშია – გაუსაძლის, მივარდნილ მდგომარეობაში“, – აცხადებს ილია ლომია.
სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა – ოდნავ დავადე ხელი და იკივლა: გიული ალასანია
ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს – ნუ ცდის ორგანიზმს – სააკაშვილის მკურნალი ექიმი